ქ. თბილისი 09 ივლისი, 2026 წელი
დადგენილება N088/375-24/1
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ბონა ფიდეს“ სახელით საარბიტრაჟო
შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ბონა ფიდეს“ არბიტრი თამთა თინაშვილი
საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს „კროს კრედიტი“ (ს/კ 405185375);
წარმომადგენელი: გიორგი შალამბერიძე
საარბიტრაჟო მოპასუხე: დავითი სხილაძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა თამთა თინაშვილმა განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გამოვარკვიე:
2024 წლის 19 სექტემბერს შპს „კროს კრედიტის“ (ს/კ 405185375) წარმომადგენელმა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „ბონა ფიდე“, დავითი სხილაძის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2026 წლის 16 ივნისს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც:
- საარბიტრაჟო მოპასუხე დავითი სხილაძეს შპს „მისო კროს კრედიტის“ (ს/კ 405185375) სასარგებლოდ დაეკისროს 4,200.01 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 4,200.01 ლარი.
- საარბიტრაჟო მოპასუხე დავითი სხილაძეს შპს „მისო კროს კრედიტის“ (ს/კ 405185375) სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 225.37 ლარის გადახდა.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მოპასუხეს გაეგზავნა ორჯერ, მაგრამ მოპასუხისათვის გზავნილის მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, კერძოდ, როგორც აღნიშნულ უკუგზავნილებზე უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელებული ჩანაწერებით ირკვევა, ადრესატი არ იმყოფებოდა საქმეში არსებულ მისამართზე. მობილურზე დავაკვშირება მოხდა, თუმცა ადრესატზე გზავნილის გადაცემა ვერ განხორციელდა.
საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდეს’’ დებულების (რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ საგანს) მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის თანახმად: კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, აგრეთვე ზეპირი ფორმით, თუმცა ისეთი სახით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შეტყობინების ჩაბარების თარიღისა და შეტყობინების მიმღები სუბიექტის ვინაობის შესახებ ჩანაწერის ან დასტურის არსებობა. ამავე მუხლის 6.2 პუნქტის 6.2.1, 6.2.2 და 6.2.3 ქვეპუნქტის თანახმად: ნებისმიერი შეტყობინება ან ნებისმიერი გზავნილი ჩაითვლება მხარის მიერ მიღებულად, თუ ჩაბარებულია ადრესატისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის უშუალოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით:
- არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებული იურიდიული, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე;
- საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე;
- შეტყობინების გაგზავნის დროს “ბონა ფიდეს”თვის ადრესატის ცნობილ უკანასკნელ იურიდიულ, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილის მისამართზე (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე).
- ამავე დებულების მე-6 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მიხედვით:
- თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის საარბიტრაჟო შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომლის განთავსებას ვებ-გვერდზე – WWW.BONAFIDE.GE, უზრუნველყოფს კანცელარია.
- საჯარო შეტყობინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევას, საარბიტრაჟო მოპასუხე დავითი სხილაძეს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმეზე N088/375-24 მუდმოვმოქმედ არბიტრაჟ შპს „ბონა ფიდეს“ მიერ 2026 წლის 16 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდემ’’ იხელმძღვანელა ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 71 (3), 78-ე, 184-ე, საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდეს’’ დებულების მე-6 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
- საქმეზე N088/375-25 შპს „კროს კრედიტის“ საარბიტრაჟო სარჩელის საფუძველზე საარბიტრაჟო მოპასუხე დავითი სხილაძის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით.
- საარბიტრაჟო მოპასუხე დავითი სხილაძეს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „ბონა ფიდეს“ მიერ საარბიტრაჟო საქმეზე N088/375-24 შპს „კროს კრედიტის“ სარჩელი მოპასუხე დავითი სხილაძის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა 2026 წლის 16 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, საარბიტრაჟო მოპასუხე დავითი სხილაძეს შპს „მისო კროს კრედიტის“ (ს/კ 405185375) სასარგებლოდ დაეკისროს 4,200.01 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 4,200.01 ლარი. საარბიტრაჟო მოპასუხე დავითი სხილაძეს შპს „მისო კროს კრედიტის“ (ს/კ 405185375) სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 225.37 ლარის გადახდა.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
- სარბიტრაჟო მოპასუხე დავითი სხილაძეს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ ვებ გვერდზე BONAFIDE.GE განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლება ამ დროიდან.
- წინამდებარე დადგენილება გამოქყევყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ ვებგვერდზე BONAFIDE.GE.
