საქმე N001-2022

. თბილისი                                                                                                                                                                 21 სექტემბერი, 2022  წელი

 

 

დადგენილება N001-2022

 

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ბონა ფიდეს“ სახელით საარბიტრაჟო

შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ

 

საარბიტრაჟო სარჩელის რეგისტრაციის თარიღი: 17.08.2022 წელი

მოსარჩელე: შპს მულტი კრედიტ პლიუსი“  (ს/კ 404570077);

                      წარმომადგენელი – გიორგი დოლენჯაშვილი (პ/ნ 36001049718)

მოპასუხე: ბაჩუკი ქარდავა  (პ/ნ 19001000342)

დავის საგანი: თანხის დაკისრება

მოთხოვნის საფუძველი: მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საარბიტრაჟო დათქმა.

 

საარბიტრაჟო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოპასუხე ბაჩუკი ქარდავასთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების საკითხი და

გამოარკვია:

2022 წლის 17 აგვისტოს შპს ,,მულტი კრედიტ პლიუსმა’’ (ს/კ 404570077) საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „ბონა ფიდეს“ ბაჩუკი ქარდავას (პ/ნ 19001000342) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. საქმის მომზადების მიზნით, საარბიტრაჟო გზავნილი სარჩელთან და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაეცა მოსარჩელის წარმომადგენელს მოპასუხისთვის ჩასაბარებლად. მოსარჩელის მიერ ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდეს’’ დებულების მე-6 მუხლის თანახმად გაიგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია მოპასუხის მისთვის ცნობილ მისამართზე. 2022 წლის 15 სექტემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა მოპასუხისთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გაგზავნის დამადასტურებელი საფოსტო გზავნილები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების საჯარო შეტყობინებით ჩაბარების თაობაზე.

შუამდგომლობით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ მხარეთა შორის დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება #31876 – ში მითითებულ მოპასუხის მისამართზე (თბილისი, ნიკოლოზ ყიფშიძის ქ. N7 გ, ბინა 31) სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია გაიგზავნა სამჯერ ,,საქართველოს ფოსტის’’ მეშვეობით: 2022 წლის 22 აგვისტოს, 2022 წლის 31 აგვისტოს და 2022 წლის 06 სექტემბერს, მაგრამ მოპასუხისათვის გზავნილის მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, კერძოდ, როგორც აღნიშნულ უკუგზავნილებზე უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელებული ჩანაწერებით ირკვევა, მოპასუხის მისამართზე კურიერის მიერ დატოვებულ იქნა შეტყობინება (ვინაიდან მისამართზე იყო კოდირებული კარი), რომელსაც ადრესატი არცერთხელ გამოეხმაურა.

,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად თუ ამ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება მხარეებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო შეტყობინებისა და დაბარებისთვის დადგენილი წესებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით.

საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდეს’’ დებულების (რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილს) მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის თანახმად: კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, აგრეთვე ზეპირი ფორმით, თუმცა ისეთი სახით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შეტყობინების ჩაბარების თარიღისა და შეტყობინების მიმღები სუბიექტის ვინაობის შესახებ ჩანაწერის ან დასტურის არსებობა. ამავე მუხლის 6.2 პუნქტის 6.2.1, 6.2.2 და 6.2.3 ქვეპუნქტის თანახმად: ნებისმიერი შეტყობინება ან ნებისმიერი გზავნილი ჩაითვლება მხარის მიერ მიღებულად, თუ ჩაბარებულია ადრესატისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის უშუალოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით:

  • არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებული იურიდიული, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე;
  • საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე;
  • შეტყობინების გაგზავნის დროს “ბონა ფიდესთვის” ადრესატის ცნობილ უკანასკნელ იურიდიულ, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილის მისამართზე (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე).

განსახილველ შემთხვევაში, გზავნილი გაიგზავნა მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება სასამართლო გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ.

განსახილველ ნორმას შეესაბამება არბიტრაჟის დებულების მე-6 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები, რომელთა თანახმადაც:

  • თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის საარბიტრაჟო შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომლის განთავსებას ვებ-გვერდზე – WWW.BONAFIDE.GE, უზრუნველყოფს კანცელარია.
  • საჯარო შეტყობინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევას: მოპასუხე ბაჩუკი ქარდავას ვერ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ (არ ჩაბარებია სარჩელი და თანდართული მასალები), არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება შეტყობინების (სარჩელისა და თანდართული მასალების) საჯაროდ გავრცელების შესახებ, შეტყობინების ვებგვერდზე განთავსების გზით.

საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდემ’’ იხელმძღვანელა ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-, 71 (3), 78-, 184-ე, საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდეს’’ დებულების მე-6 მუხლით და

 

: 

  1. 1. საქმეზე #001-2022 შპს ,,მულტი კრედიტ პლიუსის’’ საარბიტრაჟო სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის ბაჩუკი ქარდავას მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით.
  2. საარბიტრაჟო მოპასუხე ბაჩუკი ქარდავას ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ წარმოებაშია საარბიტრაჟო საქმე #001-2022 შპს ,,მულტი კრედიტ პლიუსის’’ სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის ბაჩუკი ქარდავას მიმართ დავალიანების თანსხის დაკისრების   შესახებ;
  3. სარბიტრაჟო მოპასუხე ბაჩუკი ქარდავას ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ დებულების მე-6 მუხლის 6.11. პუნქტის შესაბამისად 10 (ათი) დღის ვადაში მოაწოდოს პასუხი აღნიშნულ საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ მდებარე: ქ.  თბილისი, საბურთალოს რაიონი, მირიან მეფის ქ., N 71ა, ბინა N2 . მობ: +9(95) 571 013 475;
  4. სარბიტრაჟო მოპასუხე ბაჩუკი ქარდავას განემარტოს, რომ საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული მასალები მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ ვებ-გვერდზე WWW.BONAFIDE.GE განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლება ამ დროიდან.
  5. სარბიტრაჟო მოპასუხე ბაჩუკი ქარდავას განემარტოს რომ ,,არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის, მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ დებულების 21-ე მუხლის 21.1 პუნქტისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, არბიტრაჟის მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება ზეპირი განხილვის გარეშე, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.
  6. წინამდებარე დადგენილება გამოქყევყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ ვებგვერდზე WWW.BONAFIDE.GE

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *