ქ. თბილისი 02 ნოემბერი, 2023 წელი
დადგენილება N025-2023/1
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ბონა ფიდეს“ სახელით საარბიტრაჟო
შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ბონა ფიდეს“ არბიტრი თამთა თინაშვილი
საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს „მულტი კრედიტ პლიუსი“ (ს/კ 404570077)
წარმომადგენელი: გიორგი დოლენჯაშვილი
საარბიტრაჟო მოპასუხე: გიორგი ინაშვილი (პ/ნ 40001037492)
დავის საგანი: თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა თამთა თინაშვილმა განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გამოვარკვიე:
2023 წლის 17 ივლისს შპს ,,მულტი კრედიტ პლიუსმა’’ (ს/კ 404570077) საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „ბონა ფიდეს“ გიორგი ინაშვილის (პ/ნ 40001037492) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2023 წლის 17 ოქტომბერს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „მულტი კრედიტ პლიუსის“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც:
- საარბიტრაჟო მოპასუხე გიორგი ინაშვილს (პ/ნ 40001037492) შპს „მულტი კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 404570077) სასარგებლოდ დაეკისროს 3 472.63 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 1 860.13 ლარი, პროცენტი – 5 ლარი, ჯარიმა – 1 000.00 ლარი.
- საარბიტრაჟო მოპასუხე გიორგი ინაშვილს (პ/ნ 40001037492) შპს „მულტი კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 404570077) სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 90.00 ლარის გადახდა.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მოპასუხე გიორგი ინაშვილს გაეგზავნა ორჯერ, მაგრამ ვერ ჩაბარდა, რადგანაც მოპასუხე საქმეში არსებულ მისამართზე არ იმყოფებოდა.
საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდეს’’ დებულების (რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ საგანს) მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის თანახმად: კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, აგრეთვე ზეპირი ფორმით, თუმცა ისეთი სახით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შეტყობინების ჩაბარების თარიღისა და შეტყობინების მიმღები სუბიექტის ვინაობის შესახებ ჩანაწერის ან დასტურის არსებობა. ამავე მუხლის 6.2 პუნქტის 6.2.1, 6.2.2 და 6.2.3 ქვეპუნქტის თანახმად: ნებისმიერი შეტყობინება ან ნებისმიერი გზავნილი ჩაითვლება მხარის მიერ მიღებულად, თუ ჩაბარებულია ადრესატისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის უშუალოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით:
- არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებული იურიდიული, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე;
- საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე;
- შეტყობინების გაგზავნის დროს “ბონა ფიდეს”თვის ადრესატის ცნობილ უკანასკნელ იურიდიულ, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილის მისამართზე (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე).
ამავე დებულების მე-6 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მიხედვით:
- თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის საარბიტრაჟო შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომლის განთავსებას ვებ-გვერდზე – WWW.BONAFIDE.GE, უზრუნველყოფს კანცელარია.
- საჯარო შეტყობინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევას, საარბიტრაჟო მოპასუხე გიორგი ინაშვილსსაჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმეზე N025-2023 მუდმოვმოქმედ არბიტრაჟ შპს „ბონა ფიდეს“ მიერ 2023 წლის 17 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდემ’’ იხელმძღვანელა ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 71 (3), 78-ე, 184-ე, საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდეს’’ დებულების მე-6 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
- საქმეზე #025-2023 შპს ,,მულტი კრედიტ პლიუსის’’ საარბიტრაჟო სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის გიორგი ინაშვილის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით.
- საარბიტრაჟო მოპასუხე გიორგი ინაშვილს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „ბონა ფიდეს“ მიერ საარბიტრაჟო საქმეზე N025-2023 შპს „მულტი კრედიტ პლიუსის“ სარჩელი მოპასუხე გიორგი ინაშვილის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2023 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, საარბიტრაჟო მოპასუხე გიორგი ინაშვილს (პ/ნ 40001037492) შპს „მულტი კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 404570077) სასარგებლოდ დაეკისროს 3 472.63 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 1 860.13 ლარი, პროცენტი – 5 ლარი, ჯარიმა – 1 000.00 ლარი. საარბიტრაჟო მოპასუხე გიორგი ინაშვილს (პ/ნ 40001037492) შპს „მულტი კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 404570077) სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 90.00 ლარის გადახდა.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
- სარბიტრაჟო მოპასუხე გიორგი ინაშვილს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ ვებ გვერდზე BONAFIDE.GE განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლება ამ დროიდან.
- წინამდებარე დადგენილება გამოქყევყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ ვებგვერდზე BONAFIDE.GE.