დადგენილება N003/332-23

 

. თბილისი                                                                                                                                25 აპრილი, 2025 წელი

 

 

დადგენილება N003/332-23

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ბონა ფიდეს“ სახელით საარბიტრაჟო

შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ

 

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ბონა ფიდეს“ არბიტრი თამთა თინაშვილი

საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს „ტექნო კრედიტ პლიუსი“ (ს/კ 405307332)

წარმომადგენელი: გიორგი დოლენჯაშვილი

საარბიტრაჟო მოპასუხე: ზაზა ბერულავა (პ/ნ 62004000587)

დავის საგანი: თანხის დაკისრება

დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა თამთა თინაშვილმა განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი  და

გამოვარკვიე:

2023 წლის 27 თებერვალს შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) წარმომადგენელმა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „ბონა ფიდე“, ზაზა ბერულავას მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნულ საქმეზე 2023 წლის 10 მარტს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმადაც:

  1. მოპასუხე, შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად აღიარებს, რომ მას შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ მიმართ გააჩნია ფულადი დავალიანება 25 800.00 ლარის ოდენობით.
  2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 25 800.00 ლარი გადანაწილდება 24 თვეზე. გადახდები განხორციელდება ყოველი თვის 29 რიცხვში, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენს – 1 075.00 ლარს. გადახდა დაიწყება 2023 წლის მარტის თვიდან.
  3. ამ მორიგების აქტით განსაზღვრული თანხების გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით. თანხა უნდა ჩაირიცხოს შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ კუთვნილ შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სს „თიბისი ბანკი“ GE98TB7757536020100002 ამასთან, უნაღდო ანგარისწორებისას ფულადი ვალდებულებების შესრულების დღედ ითვლება ის კალენდარული თარიღი, როდესაც შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ კუთვნილ საბანკო ანგარიშზე აისახება „მოპასუხის“ მიერ შეტანილი/ჩარიცხული თანხა. თანხის გადახდისას გაიცემა გადახდის დამადასტურებელი საბუთი, რომლის შენახვაზეც პასუხისმგებელია „მოპასუხე“.
  4. თუ „მოპასუხე“ სრულად არ ან ვერ შეასრულებს ამ მორიგების აქტით მასზე დაკისრებულ რომელიმე ვალდებულებას კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა ან/და ადგილას, მაშინ შპს “ტექნო კრედიტ პლიუსი“ უფლებამოსილია ცალმხრივად, მოპასუხის გაფრთხილების გარეშე შეწყვიტოს ეს მორიგების შეთანხმება მოთხოვოს სააღსრულებო ფურცლის გაცემა. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა 25 800.00 ლარზე, რომელსაც გამოაკლდება მოთხოვნის დღისთვის მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა.
  5. მხარეთა მორიგების გამო, შეწყდეს საქმის წარმოება N003/332-23 საქმეზე, შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსის“ სარჩელის გამო, მოპასუხის ზაზა ბერულავას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
  6. საარბიტრაჟო მოსაკრებელი ჩაითვალოს გადახდილად.
  7. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
  8. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მოპასუხეს გაეგზავნა ერთხელ მაგრამ ვერ ჩაბარდა, ადრესატი არ იმყოფებოდა საქმეში არსებულ მისამართზე. მობილური ნომერი მიუწვდომელია.

საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდეს’’ დებულების (რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ საგანს) მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის თანახმად: კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, აგრეთვე ზეპირი ფორმით, თუმცა ისეთი სახით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შეტყობინების ჩაბარების თარიღისა და შეტყობინების მიმღები სუბიექტის ვინაობის შესახებ ჩანაწერის ან დასტურის არსებობა. ამავე მუხლის 6.2 პუნქტის 6.2.1, 6.2.2 და 6.2.3 ქვეპუნქტის თანახმად: ნებისმიერი შეტყობინება ან ნებისმიერი გზავნილი ჩაითვლება მხარის მიერ მიღებულად, თუ ჩაბარებულია ადრესატისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის უშუალოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით:

  • არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებული იურიდიული, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე;
  • საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე;
  • შეტყობინების გაგზავნის დროს “ბონა ფიდეს”თვის ადრესატის ცნობილ უკანასკნელ იურიდიულ, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილის მისამართზე (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე).
  • ამავე დებულების მე-6 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მიხედვით:
  • თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის საარბიტრაჟო შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომლის განთავსებას ვებ-გვერდზე – WWW.BONAFIDE.GE, უზრუნველყოფს კანცელარია.
  • საჯარო შეტყობინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევას, საარბიტრაჟო მოპასუხე ზაზა ბერულავას საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმეზე N003/332-23 მუდმოვმოქმედ არბიტრაჟ შპს „ბონა ფიდეს“ მიერ 2023 წლის 10 მარტს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდემ’’ იხელმძღვანელა ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-, 71 (3), 78-, 184-ე, საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდეს’’ დებულების მე-6 მუხლით და

:

  1. საქმეზე N003/332-23 შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსის“ საარბიტრაჟო სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხე ზაზა ბერულავას მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით.
  2. საარბიტრაჟო მოპასუხე ზაზა ბერულავას ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „ბონა ფიდეს“ მიერ საარბიტრაჟო საქმეზე N003/332-23 შპს „ტექნო კრედიტ პლიუსსა“ და მოპასუხე ზაზა ბერულავას შორის დამტკიცდა მორიგება 2023 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით. რომლის თანახმადაც, მოპასუხე, შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად აღიარებს, რომ მას შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ მიმართ გააჩნია ფულადი დავალიანება 25 800.00 ლარის ოდენობით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 25 800.00 ლარი გადანაწილდება 24 თვეზე. გადახდები განხორციელდება ყოველი თვის 29 რიცხვში, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენს – 1 075.00 ლარს. გადახდა დაიწყება 2023 წლის მარტის თვიდან. ამ მორიგების აქტით განსაზღვრული თანხების გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით. თანხა უნდა ჩაირიცხოს შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ კუთვნილ შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სს „თიბისი ბანკი“ GE98TB7757536020100002 ამასთან, უნაღდო ანგარისწორებისას ფულადი ვალდებულებების შესრულების დღედ ითვლება ის კალენდარული თარიღი, როდესაც შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ კუთვნილ საბანკო ანგარიშზე აისახება „მოპასუხის“ მიერ შეტანილი/ჩარიცხული თანხა. თანხის გადახდისას გაიცემა გადახდის დამადასტურებელი საბუთი, რომლის შენახვაზეც პასუხისმგებელია „მოპასუხე“. თუ „მოპასუხე“ სრულად არ ან ვერ შეასრულებს ამ მორიგების აქტით მასზე დაკისრებულ რომელიმე ვალდებულებას კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა ან/და ადგილას, მაშინ შპს “ტექნო კრედიტ პლიუსი“ უფლებამოსილია ცალმხრივად, მოპასუხის გაფრთხილების გარეშე შეწყვიტოს ეს მორიგების შეთანხმება მოთხოვოს სააღსრულებო ფურცლის გაცემა. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა 25 800.00 ლარზე, რომელსაც გამოაკლდება მოთხოვნის დღისთვის მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა. მხარეთა მორიგების გამო, შეწყდეს საქმის წარმოება N003/332-23 საქმეზე, შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსის“ სარჩელის გამო, მოპასუხის ზაზა ბერულავას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. საარბიტრაჟო მოსაკრებელი ჩაითვალოს გადახდილად.
  3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
  4. სარბიტრაჟო მოპასუხე ზაზა ბერულავას განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ ვებ გვერდზე BONAFIDE.GE განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლება ამ დროიდან.
  5. წინამდებარე დადგენილება გამოქყევყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ ვებგვერდზე BONAFIDE.GE.