ქ. თბილისი 27 სექტემბერი, 2024 წელი
დადგენილება N060/077-24/1
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ბონა ფიდეს“ სახელით საარბიტრაჟო
შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ბონა ფიდეს“ არბიტრი თამთა თინაშვილი
საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს „მულტი კრედიტ პლიუსი“ (ს/კ 404570077)
წარმომადგენელი: გიორგი შალამაბერიძე
საარბიტრაჟო მოპასუხე: გურამი ვეკუა (პ/ნ 48501027596)
დავის საგანი: თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა თამთა თინაშვილმა განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გამოვარკვიე:
2024 წლის 23 მაისს შპს ,,მულტი კრედიტ პლიუსის’’ (ს/კ 404570077) წარმომადგენელმა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „ბონა ფიდეს“ გურამი ვეკუას მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2024 წლის 16 აგვისტოს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „მულტი კრედიტ პლიუსის“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც:
- საარბიტრაჟო მოპასუხე გურამი ვეკუას (პ/ნ 48501027596) შპს „მულტი კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 404570077) სასარგებლოდ დაეკისროს 2297.99 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 04 ლარი, პროცენტი – 358.95 ლარი, ჯარიმა – 900.00 ლარი.
- საარბიტრაჟო მოპასუხე გურამი ვეკუას (პ/ნ 48501027596) შპს „მულტი კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 404570077) სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 90.00 ლარის გადახდა.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მოპასუხეს გაეგზავნა ერთხელ, მაგრამ ვერ ჩაბარდა, რადგანაც მოპასუხე საქმეში არსებულ მისამართზე არ იმყოფებოდა, დედამ უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე.
საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდეს’’ დებულების (რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ საგანს) მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის თანახმად: კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, აგრეთვე ზეპირი ფორმით, თუმცა ისეთი სახით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შეტყობინების ჩაბარების თარიღისა და შეტყობინების მიმღები სუბიექტის ვინაობის შესახებ ჩანაწერის ან დასტურის არსებობა. ამავე მუხლის 6.2 პუნქტის 6.2.1, 6.2.2 და 6.2.3 ქვეპუნქტის თანახმად: ნებისმიერი შეტყობინება ან ნებისმიერი გზავნილი ჩაითვლება მხარის მიერ მიღებულად, თუ ჩაბარებულია ადრესატისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის უშუალოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით:
- არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებული იურიდიული, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე;
- საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე;
- შეტყობინების გაგზავნის დროს “ბონა ფიდეს”თვის ადრესატის ცნობილ უკანასკნელ იურიდიულ, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილის მისამართზე (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე).
ამავე დებულების მე-6 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მიხედვით:
- თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის საარბიტრაჟო შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომლის განთავსებას ვებ-გვერდზე – WWW.BONAFIDE.GE, უზრუნველყოფს კანცელარია.
- საჯარო შეტყობინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევას, საარბიტრაჟო მოპასუხე გურამი ვეკუას საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმეზე N060/077-24 მუდმოვმოქმედ არბიტრაჟ შპს „ბონა ფიდეს“ მიერ 2024 წლის 16 აგვსიტოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდემ’’ იხელმძღვანელა ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 71 (3), 78-ე, 184-ე, საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდეს’’ დებულების მე-6 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
- საქმეზე N060/077-24 შპს ,,მულტი კრედიტ პლიუსის’’ საარბიტრაჟო სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის გურამი ვეკუას მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით.
- საარბიტრაჟო მოპასუხე გურამი ვეკუას ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „ბონა ფიდეს“ მიერ საარბიტრაჟო საქმეზე N060/077-24 შპს „მულტი კრედიტ პლიუსის“ სარჩელი მოპასუხე გურამი ვეკუას მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა 2024 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, საარბიტრაჟო მოპასუხე გურამი ვეკუას (პ/ნ 48501027596) შპს „მულტი კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 404570077) სასარგებლოდ დაეკისროს 2297.99 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 04 ლარი, პროცენტი – 358.95 ლარი, ჯარიმა – 900.00 ლარი. საარბიტრაჟო მოპასუხე გურამი ვეკუას (პ/ნ 48501027596) შპს „მულტი კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 404570077) სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 90.00 ლარის გადახდა.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
- სარბიტრაჟო მოპასუხე გურამი ვეკუას განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ ვებ გვერდზე BONAFIDE.GE განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლება ამ დროიდან.
- წინამდებარე დადგენილება გამოქყევყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ ვებგვერდზე BONAFIDE.GE.