დადგენილება N026-2023/1

 

. თბილისი                                                                                                                        19 ოქტომბერი, 2023  წელი

 

დადგენილება N026-2023/1

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ბონა ფიდეს“ სახელით საარბიტრაჟო

შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ

 

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ბონა ფიდეს“ არბიტრი თამთა თინაშვილი

საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს „ტექნო კრედიტ პლიუსი“ (ს/კ 405307332)

წარმომადგენელი: გიორგი დოლენჯაშვილი

საარბიტრაჟო მოპასუხე: მაია ხონელიძე (პ/ნ 37001056912)

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა  თამთა თინაშვილმა განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი  და

გამოვარკვიე:

2023 წლის 17 ივლისს შპს „ტექნო კრედიტ პლიუმა“ (ს/კ 405307332) საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „ბონა ფიდეს“ მაია ხონელიძის (პ/ნ 37001056912) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2023 წლის 29 სექტემბერს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც:

  1. შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
  2. საარბიტრაჟო მოპასუხე მაია ხონელიძეს (პ/ნ 37001056912) შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ დაეკისროს 4 754.78 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 3 014.76 ლარი, პროცენტი – 740.02 ლარი, ჯარიმა – 1 000.00 ლარი.
  3. საარბიტრაჟო მოპასუხე მაია ხონელიძეს (პ/ნ 37001056912) შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 90.00 ლარის გადახდა.
  4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
  5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მოპასუხე მაია ხონელიძეს გაეგზავნა ორჯერ, მაგრამ ვერ ჩაბარდა, რადგანაც მოპასუხე საქმეში არსებულ მისამართზე არ იმყოფებოდა, კურიერმა დატოვა შეტყობინებები.

საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდეს’’ დებულების (რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ საგანს) მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის თანახმად: კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, აგრეთვე ზეპირი ფორმით, თუმცა ისეთი სახით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შეტყობინების ჩაბარების თარიღისა და შეტყობინების მიმღები სუბიექტის ვინაობის შესახებ ჩანაწერის ან დასტურის არსებობა. ამავე მუხლის 6.2 პუნქტის 6.2.1, 6.2.2 და 6.2.3 ქვეპუნქტის თანახმად: ნებისმიერი შეტყობინება ან ნებისმიერი გზავნილი ჩაითვლება მხარის მიერ მიღებულად, თუ ჩაბარებულია ადრესატისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის უშუალოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით:

  • არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებული იურიდიული, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე;
  • საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე;
  • შეტყობინების გაგზავნის დროს “ბონა ფიდეს”თვის ადრესატის ცნობილ უკანასკნელ იურიდიულ, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილის მისამართზე (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე).
  • ამავე დებულების მე-6 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მიხედვით:
  • თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის საარბიტრაჟო შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომლის განთავსებას ვებ-გვერდზე – WWW.BONAFIDE.GE, უზრუნველყოფს კანცელარია.
  • საჯარო შეტყობინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევას, საარბიტრაჟო მოპასუხე მაია ხონელიძეს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმეზე N026-2023 მუდმოვმოქმედ არბიტრაჟ შპს „ბონა ფიდეს“ მიერ 2023 წლის 24 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდემ’’ იხელმძღვანელა ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-, 71 (3), 78-, 184-ე, საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდეს’’ დებულების მე-6 მუხლით და

:

  1. საქმეზე N026-2023 შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსის“ საარბიტრაჟო სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხე მაია ხონელიძის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით.
  2. საარბიტრაჟო მოპასუხე მაია ხონელიძეს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „ბონა ფიდეს“ მიერ საარბიტრაჟო საქმეზე N026-2023 შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ სარჩელი მოპასუხე მაია ხონელიძის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომლის საარბიტრაჟო მოპასუხე მაია ხონელიძეს (პ/ნ 37001056912) შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ დაეკისროს 4 754.78 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 3 014.76 ლარი, პროცენტი – 740.02 ლარი, ჯარიმა – 1 000.00 ლარი. საარბიტრაჟო მოპასუხე მაია ხონელიძეს (პ/ნ 37001056912) შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 90.00 ლარის გადახდა.
  3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
  4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
  5. სარბიტრაჟო მოპასუხე მაია ხონელიძეს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ ვებ გვერდზეBONAFIDE.GE განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლება ამ დროიდან.
  6. წინამდებარე დადგენილება გამოქყევყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ ვებგვერდზე BONAFIDE.GE