ქ. თბილისი 20 ოქტომბერი, 2026 წელი
დადგენილება N259/375-26/1
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ბონა ფიდეს“ სახელით საარბიტრაჟო
შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ბონა ფიდეს“ არბიტრი თამთა თინაშვილი
საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს „კროს კრედიტი“ (ს/კ 405185375);
წარმომადგენელი: გიორგი შალამბერიძე
საარბიტრაჟო მოპასუხე: ევგენი ჩოხელი (პ/ნ 01017043879)
დავის საგანი: თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა თამთა თინაშვილმა განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გამოვარკვიე:
2026 წლის 30 ივნისს შპს „კროს კრედიტის“ (ს/კ 405185375) წარმომადგენელმა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „ბონა ფიდე“, ევგენი ჩოხელის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2026 წლის 01 ოქტომბერს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც:
- საარბიტრაჟო მოპასუხე ევგენი ჩოხელს შპს „კროს კრედიტის“ (ს/კ 405185375); სასარგებლოდ დაეკისრა51 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 3315.00 ლარი, პროცენტი – 1502.51 ლარი, ჯარიმა – 1105.00 ლარი.
- საარბიტრაჟო მოპასუხე ევგენი ჩოხელს შპს „კროს კრედიტის“ (ს/კ 405185375); სასარგებლოდ დაეკისრა საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 124.31 ლარის გადახდა.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მოპასუხეს გაეგზავნა ერთხელ, მაგრამ მოპასუხისათვის გზავნილის მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, კერძოდ, როგორც აღნიშნულ უკუგზავნილებზე უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელებული ჩანაწერებით ირკვევა, ადრესატი არ იმყოფებოდა საქმეში არსებულ მისამართზე. მობილურზე დავაკვშირება მოხდა, თუმცა ადრესატზე გზავნილის გადაცემა ვერ განხორციელდა.
საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდეს’’ დებულების (რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ საგანს) მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის თანახმად: კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, აგრეთვე ზეპირი ფორმით, თუმცა ისეთი სახით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შეტყობინების ჩაბარების თარიღისა და შეტყობინების მიმღები სუბიექტის ვინაობის შესახებ ჩანაწერის ან დასტურის არსებობა. ამავე მუხლის 6.2 პუნქტის 6.2.1, 6.2.2 და 6.2.3 ქვეპუნქტის თანახმად: ნებისმიერი შეტყობინება ან ნებისმიერი გზავნილი ჩაითვლება მხარის მიერ მიღებულად, თუ ჩაბარებულია ადრესატისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის უშუალოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით:
- არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებული იურიდიული, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე;
- საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე;
- შეტყობინების გაგზავნის დროს “ბონა ფიდეს”თვის ადრესატის ცნობილ უკანასკნელ იურიდიულ, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილის მისამართზე (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე).
- ამავე დებულების მე-6 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მიხედვით:
- თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის საარბიტრაჟო შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომლის განთავსებას ვებ-გვერდზე – WWW.BONAFIDE.GE, უზრუნველყოფს კანცელარია.
- საჯარო შეტყობინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევას, საარბიტრაჟო მოპასუხე ევგენი ჩოხელს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმეზე N259/375-26 მუდმოვმოქმედ არბიტრაჟ შპს „ბონა ფიდეს“ მიერ 2026 წლის 01 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდემ’’ იხელმძღვანელა ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 71 (3), 78-ე, 184-ე, საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდეს’’ დებულების მე-6 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
- საქმეზე N259/375-26 შპს „კროს კრედიტის“ საარბიტრაჟო სარჩელის საფუძველზე საარბიტრაჟო მოპასუხე ევგენი ჩოხელის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით.
- საარბიტრაჟო მოპასუხე ევგენი ჩოხელს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „ბონა ფიდეს“ მიერ საარბიტრაჟო საქმეზე N259/375-26 შპს „კროს კრედიტის“ სარჩელი მოპასუხე ევგენი ჩოხელის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2026 წლის 01 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, საარბიტრაჟო მოპასუხე ევგენი ჩოხელს შპს „კროს კრედიტის“ (ს/კ 405185375) სასარგებლოდ დაეკისრა 51 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 3315.00 ლარი, პროცენტი – 1502.51 ლარი, ჯარიმა – 1105.00 ლარი.
- საარბიტრაჟო მოპასუხე ევგენი ჩოხელს „კროს კრედიტის“ (ს/კ 405185375); სასარგებლოდ დაეკისრა საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 31 ლარის გადახდა.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
- სარბიტრაჟო მოპასუხე ევგენი ჩოხელს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ ვებ გვერდზე BONAFIDE.GE განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლება ამ დროიდან.
- წინამდებარე დადგენილება გამოქყევყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ ვებგვერდზე BONAFIDE.GE
