ქ. თბილისი 10 ივნისი, 2026 წელი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ბონა ფიდე“
გადაწყვეტილება N185/332-26
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ბონა ფიდეს“ არბიტრი თამთა თინაშვილი
საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს „ტექნო კრედიტ პლიუსი“ (ს/კ 405307332)
წარმომადგენელი: გიორგი ცერცვაძე
საარბიტრაჟო მოპასუხე: ალექსანდრე კაცაძე (პ/ნ 37001057084)
დავის საგანი: თანხის დაკისრება
მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა შპს „ბონა ფიდემ“ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და
გამოარკვია:
2026 წლის 04 მარტს შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ წარმომადგენელმა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „ბონა ფიდეს“ მოპასუხე ალექსანდრე კაცაძის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
არბიტრაჟისთვის სარჩელით მომართვის საფუძველი:
2024 წლის 26 ივლისს საარბიტრაჟო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული N172863 სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-14 პუნქტის საარბიტრაჟო დათქმა, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი დავა ზემოხსენებული ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, ასევე, ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ანდა საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობისა და შეწყვეტის შესახებ, განხილვისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა გადაეცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს: შპს „ბონა ფიდეს“ (ს/კ 405404370).
მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს ,,ბონა ფიდეს’’ დებულება წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული წინამდებარე საარბიტრაჟო შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. შესაბამისად აღნიშნული დებულებით განისაზღვრება ყველა ის საკითხი, რომელთა სხვაგვარად განსაზღვრის უფლებაც მიანიჭა მხარეებს საქართველოს კანონმა ,,არბიტრაჟის შესახებ”. მხარეები გაცნობილნი არიან დებულებას და ეთანხმებიან მას. დებულების ხილვა ნებისმიერ დროს შესაძლებელია ვებ. გვერდზე: www.bonafide.ge. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას არბიტრაჟის მისამართია: ქალაქი თბილისი, მირიან მეფის ქუჩა, N71ა, ბინა N2. არბიტრაჟის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. იმ შემთხვევაში, თუ დავის საგანი არ აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს, განხილვა მოხდება ზეპირი მოსმენის გარეშე. მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მხარისათვის შეტყობინების/სარჩელის/კორესპონდენციის ჩაბარება არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო შეტყობინების გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება გამოქვეყნდება შპს ,,ბონა ფიდე’’-ს ვებ. გვერდზე: www.bonafide.ge. მხარეები თანხმდებიან, რომ 1 000 000 (მილიონი) ლარამდე დავის არსებობის შემთხვევაში, დავას არბიტრაჟი განიხილავს ერთი არბიტრის შემადგენლობით, რომელსაც ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარე.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2024 წლის 26 ივლისს შპს „ტექნო კრედიტ პლიუსსა’’ და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება N172863 (შემდგომში – “ხელშეკრულება”), რომლის საფუძველზეც მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობის უფლებით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – OPEL ZAFIRA; სახელმწიფო N – BJ498BJ; ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N – W0L0AHM757G139400;
ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს გადაეცა 2250.00 ლარი ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. ხელშეკრულების მიხედვით, სესხი იყო პროცენტიანი, სესხის წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 31.79 %-ს, ხოლო წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 49.99%-ს. ხელშეკრულება, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ასევე ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლბელობას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის დარჩენილი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით, აგრეთვე, გათვალისწინებული იყო ერთჯერადი ჯარიმის დარიცხვის შესაძლებლობა ყოველი ვადაგადაცილების წარმოშობისთანავე 20 ლარის ოდენობით.
სესხის დაფარვის გრაფიკის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის 2027 წლის 02 აგვისტოსთვის უნდა დაებრუნებინა ჯამში 3532.46 ლარი, ყოველთვიურად 97.72 ლარის გადახდით (პირველ თვეს – 112.05 ლარი, ხოლო ბოლო თვეს – 97.93 ლარი). ხელშეკრულების დადების შემდეგ, მოპასუხეს მოსარჩელის ანგარიშზე გადახდა არ განუხორციელებია, შესაბამისად, იგი 2024 წლის 03 სექტემბრიდან იმყოფება ვადაგადაცილებაში.
ვადაგადაცილების შემდგომ გამსესხებლის მხრიდან არაერთხელ შედგა მსესხებელთან კომუნიკაცია, თუმცა იგი თავს არიდებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. აგრეთვე, გამსესხებლის მხრიდან განხორციელდა გირავნობის საგნის მოძიების პროცედურა, თუმცა უშედეგოდ, სავარაუდოდ, იგი გადამალული, განადგურებული ან გასხვისებულ იქნა მოპასუხის მიერ.
ამდენად, მოსარჩელე მოკლებულია მოთხოვნის გირავნობის საგნის რეალიზაციის გზით დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რაც წარმოადგენს საარბიტრაჟო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველს.
მოპასუხის ამჟამინდელი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს ჯამში – 5625.00 ლარს, რომელიც შედგება შემდეგი თანხებისგან: ძირი – 2250.00 ლარი, პროცენტი – 883.83 ლარი, ჯარიმა – 2491.17 ლარი.
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს:
- მოპასუხე ალექსანდრე კაცაძეს (პ/ნ 37001057084) საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ სასარგებლოდ დაეკისროს 5625.00 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 2250.00 ლარი, პროცენტი – 883.83 ლარი, ჯარიმა – 2491.17 ლარი.
2026 წლის 09 მარტს საარბიტრაჟო სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის მომზადების მიზნით, საარბიტრაჟო მოსარჩელის წარმომადგენელს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. საარბიტრაჟო მოსარჩელის წარმომადგენელს დაევალა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გაგზავნა მოპასუხისათვის, ხოლო მოპასუხეს – გზავნილში მითითებულ ვადაში (10 დღე) პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენა, ამავე დროს მოპასუხეს განემარტა განსაზღვრულ ვადაში პასუხის (შესაგებლის) არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის შესახებ.
მოპასუხის სახელზე გაგზავნილი გზავნილები დაბრუნდა ჩაუბარებელი სახით. ფოსტის კურიერის მიერ შედგენილი აქტების მიხედვით, ჩაბარება წარუმატებელია, ადრესატი არ იმყოფებოდა საქმეში არსებულ მისამართებზე. მობილურზე დაკავშირება ვერ მოხერხდა. ადრესატს გზავნილი და სარჩელი გაეგზავნა მხარეთა შორის დადებულ, სესხისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2026 წლის 14 აპრილს საარბიტრაჟო მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა არბიტრაჟს და მოითხოვა საჯარო შეტყობინების მეშვეობით სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების საჯაროდ გამოქვეყნება. განჩინება საჯარო შეტყობინების გავრცელების შესახებ, განთავსდა არბიტრაჟის ვებ-გვერდზე (www.bonafide.ge) 2026 წლის 20 აპრილს მოპასუხეს განემარტა, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მისთვის ჩაბარებულად ითვლება საჯარო შეტყობინების ვებ-გვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს და არბიტრაჟის მიერ დანიშნული ვადა აითვლება ამ დროიდან.
მოპასუხისთვის შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვალა 2026 წლის 27 აპრილს შესაბამისად, შესაგებლის წარმოდგენისათვის დადგენილი 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2026 წლის 28 აპრილიდან და ამოიწურა 2026 წლის 07 მაისს. მოპასუხეს არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია შესაგებელი და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი უცნობებია არბიტრაჟისთვის. შესაბამისად, არ არსებობს გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი წინაპირობები.
არბიტრაჟის მიერ დამტკიცებულად ჩაითვალა საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2024 წლის 26 ივლისს შპს „ტექნო კრედიტ პლიუსსა’’ და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება N172863 (შემდგომში – “ხელშეკრულება”), რომლის საფუძველზეც მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობის უფლებით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – OPEL ZAFIRA; სახელმწიფო N – BJ498BJ; ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N – W0L0AHM757G139400;
ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს გადაეცა 2250.00 ლარი ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. ხელშეკრულების მიხედვით, სესხი იყო პროცენტიანი, სესხის წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 31.79 %-ს, ხოლო წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 49.99%-ს. ხელშეკრულება, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ასევე ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლბელობას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის დარჩენილი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით, აგრეთვე, გათვალისწინებული იყო ერთჯერადი ჯარიმის დარიცხვის შესაძლებლობა ყოველი ვადაგადაცილების წარმოშობისთანავე 20 ლარის ოდენობით.
სესხის დაფარვის გრაფიკის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის 2027 წლის 02 აგვისტოსთვის უნდა დაებრუნებინა ჯამში 3532.46 ლარი, ყოველთვიურად 97.72 ლარის გადახდით (პირველ თვეს – 112.05 ლარი, ხოლო ბოლო თვეს – 97.93 ლარი). ხელშეკრულების დადების შემდეგ, მოპასუხეს მოსარჩელის ანგარიშზე გადახდა არ განუხორციელებია, შესაბამისად, იგი 2024 წლის 03 სექტემბრიდან იმყოფება ვადაგადაცილებაში.
ვადაგადაცილების შემდგომ გამსესხებლის მხრიდან არაერთხელ შედგა მსესხებელთან კომუნიკაცია, თუმცა იგი თავს არიდებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. აგრეთვე, გამსესხებლის მხრიდან განხორციელდა გირავნობის საგნის მოძიების პროცედურა, თუმცა უშედეგოდ, სავარაუდოდ, იგი გადამალული, განადგურებული ან გასხვისებულ იქნა მოპასუხის მიერ.
ამდენად, მოსარჩელე მოკლებულია მოთხოვნის გირავნობის საგნის რეალიზაციის გზით დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რაც წარმოადგენს საარბიტრაჟო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველს.
მოპასუხის ამჟამინდელი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს ჯამში – 5625.00 ლარს, რომელიც შედგება შემდეგი თანხებისგან: ძირი – 2250.00 ლარი, პროცენტი – 883.83 ლარი, ჯარიმა – 2491.17 ლარი.
არბიტრაჟს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებმოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
არბიტრაჟს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. მიუხედავად ამისა, არბიტრაჟს მიაჩნია, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 750.00 ლარის გადახდა. აღნიშნული ემყარება, დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, მიიჩნევა, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრების პირობებში, პირგასამტეხლო, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მეთოდი, კარგავს დანიშნულებას და იქცევა მოვალის დასჯის მექანიზმად, რაც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
შპს „ბონა ფიდეს“ დებულების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. დადგენილია, რომ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებიმ მსესხებლის მიერ არ შესრულებულა.
არბიტრაჟს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია საარბიტრაჟო მოსაკრებელი – 90.00 ლარის ოდენობით. შესაბამისად, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის სანაცვლოდ – 90.00 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
არბიტრაჟმა იხელმძღვანელა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, საარბიტრაჟო დათქმით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე, 39-ე მუხლებითა და მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ბონა ფიდეს“ დებულების 24-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით და
გადაწყვიტა:
- შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
- საარბიტრაჟო მოპასუხე ალექსანდრე კაცაძეს (პ/ნ 37001057084) შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ დაეკისროს 3883.83 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 00 ლარი, პროცენტი – 883.83 ლარი, ჯარიმა – 750.00 ლარი.
- საარბიტრაჟო მოპასუხე ალექსანდრე კაცაძეს (პ/ნ 37001057084) შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 90.00 ლარის გადახდა.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
