ქ. თბილისი 20 თებერვალი, 2024 წელი
დადგენილება N041-2023
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ბონა ფიდეს“ სახელით საარბიტრაჟო
შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
საარბიტრაჟო სარჩელის რეგისტრაციის თარიღი: 06.12.2023 წელი
მოსარჩელე: შპს “კროს კრედიტი“ (ს/კ 405185375);
წარმომადგენელი – გიორგი დოლენჯაშვილი (პ/ნ 36001049718)
მოპასუხე: რევაზ გელაშვილი (პ/ნ 35001040390)
დავის საგანი: თანხის დაკისრება
მოთხოვნის საფუძველი: მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საარბიტრაჟო დათქმა.
საარბიტრაჟო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოპასუხე რევაზ გელაშვილისთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების საკითხი და
გამოარკვია:
2023 წლის 06 დეკემბერს შპს “კროს კრედიტმა“ (ს/კ 405185375) საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „ბონა ფიდეს“ რევაზ გელაშვილის (პ/ნ 35001040390) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. საქმის მომზადების მიზნით, 2023 წლის 13 დეკემბერს, საარბიტრაჟო გზავნილი სარჩელთან და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაეცა მოსარჩელის წარმომადგენელს მოპასუხისთვის ჩასაბარებლად. მოსარჩელის მიერ ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „ბონა ფიდე’’ დებულების მე-6 მუხლის თანახმად გაიგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია მოპასუხის მისთვის ცნობილ მისამართზე. 2024 წლის 12 თებერვალს მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა მოპასუხისთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გაგზავნის დამადასტურებელი საფოსტო გზავნილები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების საჯარო შეტყობინებით ჩაბარების თაობაზე.
შუამდგომლობით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ მხარეთა შორის დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში მითითებულ მოპასუხის მისამართზე (ქ. თბილისი, ხუდადოვი N7, ბ. 48; ქ. თბილისი, მაქსიმ გორკის შესახვევი, N3😉 სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია გაიგზავნა ოთხჯერ ,,საქართველოს ფოსტის’’ მეშვეობით, მაგრამ მოპასუხისათვის გზავნილის მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, კერძოდ, როგორც აღნიშნულ უკუგზავნილებზე უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელებული ჩანაწერებით ირკვევა, საქმეში არსებული მისამართები გაურკვეველი/არასწორი/არასრულია, თუმცა ერთ-ერთი ვიზიტისას კურიერმა დატოვა შეტყობინება.
,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად თუ ამ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება მხარეებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო შეტყობინებისა და დაბარებისთვის დადგენილი წესებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით.
საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდეს’’ დებულების (რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ საგანს) მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის თანახმად: კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, აგრეთვე ზეპირი ფორმით, თუმცა ისეთი სახით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შეტყობინების ჩაბარების თარიღისა და შეტყობინების მიმღები სუბიექტის ვინაობის შესახებ ჩანაწერის ან დასტურის არსებობა. ამავე მუხლის 6.2 პუნქტის 6.2.1, 6.2.2 და 6.2.3 ქვეპუნქტის თანახმად: ნებისმიერი შეტყობინება ან ნებისმიერი გზავნილი ჩაითვლება მხარის მიერ მიღებულად, თუ ჩაბარებულია ადრესატისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის უშუალოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით:
- არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებული იურიდიული, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე;
- საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე;
- შეტყობინების გაგზავნის დროს “ბონა ფიდეს”თვის ადრესატის ცნობილ უკანასკნელ იურიდიულ, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილის მისამართზე (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე).
განსახილველ შემთხვევაში, გზავნილი გაიგზავნა მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება სასამართლო გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ.
განსახილველ ნორმას შეესაბამება არბიტრაჟის დებულების მე-6 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები, რომელთა თანახმადაც:
- თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის საარბიტრაჟო შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომლის განთავსებას ვებ-გვერდზე – WWW.BONAFIDE.GE, უზრუნველყოფს კანცელარია.
- საჯარო შეტყობინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევას: მოპასუხე რევაზ გელაშვილს ვერ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ (არ ჩაბარებია სარჩელი და თანდართული მასალები), არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება შეტყობინების (სარჩელისა და თანდართული მასალების) საჯაროდ გავრცელების შესახებ, შეტყობინების ვებგვერდზე განთავსების გზით.
საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდემ’’ იხელმძღვანელა ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 71 (3), 78-ე, 184-ე, საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდეს’’ დებულების მე-6 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
- საქმეზე N041-2023 შპს „კროს კრედიტის’’ საარბიტრაჟო სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის რევაზ გელაშვილის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით.
- საარბიტრაჟო მოპასუხე რევაზ გელაშვილს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ წარმოებაშია საარბიტრაჟო საქმე N041-2023 შპს „კროს კრედიტის’’ სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის რევაზ გელაშვილის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების შესახებ;
- სარბიტრაჟო მოპასუხე რევაზ გელაშვილს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ დებულების მე-6 მუხლის 6.11. პუნქტის შესაბამისად 10 (ათი) დღის ვადაში მოაწოდოს პასუხი აღნიშნულ საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ მდებარე: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, მირიან მეფის ქ., N 71ა, ბინა N2 . მობ: +9(95) 571 013 475;
- სარბიტრაჟო მოპასუხე რევაზ გელაშვილს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული მასალები მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ ვებ გვერდზე WWW.BONAFIDE.GE განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლება ამ დროიდან.
- სარბიტრაჟო მოპასუხე რევაზ გელაშვილს განემარტოს რომ ,,არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის, მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ დებულების 21-ე მუხლის 21.1 პუნქტისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, არბიტრაჟის მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება ზეპირი განხილვის გარეშე, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.
- წინამდებარე დადგენილება გამოქყევყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ ვებგვერდზე WWW.BONAFIDE.GE.