ქ. თბილისი 24 თებერვალი, 2023 წელი
დადგენილება N002-2022/1
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ბონა ფიდეს“ სახელით საარბიტრაჟო
შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ბონა ფიდეს“ არბიტრი გვანცა გოგსაძე
საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს „მულტი კრედიტ პლიუსი“ (ს/კ 404570077)
წარმომადგენელი: გიორგი დოლენჯაშვილი
საარბიტრაჟო მოპასუხე: დავით შენგელია (პ/ნ 01021008338)
დავის საგანი: თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა გვანცა გოგსაძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გამოვარკვიე:
2022 წლის 17 აგვისტოს შპს ,,მულტი კრედიტ პლიუსმა’’ (ს/კ 404570077) საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „ბონა ფიდეს“ დავით შენგელიას (პ/ნ 01021008338) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2022 წლის 12 დეკემბერს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „მულტი კრედიტ პლიუსის“ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც:
- საარბიტრაჟო მოპასუხე დავით შენგელიას (პ/ნ 01021008338) შპს „მულტი კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 404570077) სასარგებლოდ დაეკისროს 14 376.22 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 8 925.00 ლარი, პროცენტი – 1 7 ლარი, ჯარიმა – 3 481.52 ლარი.
- საარბიტრაჟო მოპასუხე დავით შენგელიას (პ/ნ 01021008338) შპს „მულტი კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 404570077) სასარგებლოდ დაეკისროს გირავნობის მოწმობის აღების და აღსრულებაში გაწეული ხარჯის – 100.00 ლარის გადახდა.
- საარბიტრაჟო მოპასუხე დავით შენგელიას (პ/ნ 01021008338) შპს „მულტი კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 404570077) სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 15 ლარის გადახდა.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მოპასუხე დავით შენგელიას გაეგზავნა ორჯერ 2023 წლის 25 იანვარს და 2023 წლის 10 თებერვალს, მაგრამ ვერ ჩაბარდა, რადგანაც მოპასუხემ პირველ გაგზავნისას უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, ხოლო მეორე გაგზავნისას მისი მოძიება ვერ მოხერხდა საქმეში არსებულ მისამართზე.
საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდეს’’ დებულების (რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ საგანს) მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის თანახმად: კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, აგრეთვე ზეპირი ფორმით, თუმცა ისეთი სახით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შეტყობინების ჩაბარების თარიღისა და შეტყობინების მიმღები სუბიექტის ვინაობის შესახებ ჩანაწერის ან დასტურის არსებობა. ამავე მუხლის 6.2 პუნქტის 6.2.1, 6.2.2 და 6.2.3 ქვეპუნქტის თანახმად: ნებისმიერი შეტყობინება ან ნებისმიერი გზავნილი ჩაითვლება მხარის მიერ მიღებულად, თუ ჩაბარებულია ადრესატისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის უშუალოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით:
- არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებული იურიდიული, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე;
- საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე;
- შეტყობინების გაგზავნის დროს “ბონა ფიდეს”თვის ადრესატის ცნობილ უკანასკნელ იურიდიულ, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილის მისამართზე (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე).
ამავე დებულების მე-6 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მიხედვით:
- თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის საარბიტრაჟო შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომლის განთავსებას ვებ-გვერდზე – WWW.BONAFIDE.GE, უზრუნველყოფს კანცელარია.
- საჯარო შეტყობინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევას, საარბიტრაჟო მოპასუხე დავით შენგელიას საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმეზე N002-2022 მუდმოვმოქმედ არბიტრაჟ შპს „ბონა ფიდეს“ მიერ 2022 წლის 12 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდემ’’ იხელმძღვანელა ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 71 (3), 78-ე, 184-ე, საარბიტრაჟო სასამართლო ,,ბონა ფიდეს’’ დებულების მე-6 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
- საქმეზე #002-2022 შპს ,,მულტი კრედიტ პლიუსის’’ საარბიტრაჟო სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის დავით შენგელიას მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით.
- საარბიტრაჟო მოპასუხე დავით შენგელიას ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „ბონა ფიდეს“ მიერ საარბიტრაჟო საქმეზე N002-2022 შპს „მულტი კრედიტ პლიუსის“ სარჩელი მოპასუხე დავით შენგელიას მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა 2022 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, საარბიტრაჟო მოპასუხე დავით შენგელიას (პ/ნ 01021008338) შპს „მულტი კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 404570077) სასარგებლოდ დაეკისროს 14 376.22 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 8 925.00 ლარი, პროცენტი – 1 7 ლარი, ჯარიმა – 3 481.52 ლარი. საარბიტრაჟო მოპასუხე დავით შენგელიას (პ/ნ 01021008338) შპს „მულტი კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 404570077) სასარგებლოდ დაეკისროს გირავნობის მოწმობის აღების და აღსრულებაში გაწეული ხარჯის – 100.00 ლარის გადახდა. საარბიტრაჟო მოპასუხე დავით შენგელიას (პ/ნ 01021008338) შპს „მულტი კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 404570077) სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 217.15 ლარის გადახდა.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
- სარბიტრაჟო მოპასუხე დავით შენგელიას განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ ვებ გვერდზეBONAFIDE.GE განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლება ამ დროიდან.
- წინამდებარე დადგენილება გამოქყევყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ბონა ფიდეს’’ ვებგვერდზეBONAFIDE.GE