არბიტრები

მადონა ღიბრაძე

___________________________________________________________________________________________________________________

 

პროფესიული გამოცდილება

სამართლის მაგისტრი, დოქტორანტი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. სხვადასხვა დროს იკავებდა ადგილობრივი მმართველობის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსის, ქუთაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორის, სამმართველოს უფროსისა და გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობებს; იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე სამართლებრივ საკითხებში; აქვს არბიტრად მუშაობის გამოცდილება. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით. ამჟამად დასაქმებულია კერძო სექტორში სპეციალობის მიხედვით და ასევე ეწევა საადვოკატო საქმიანობას. აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; მიმდინარე ეტაპზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ და ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში.